საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.


კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 2 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, თსუ I კორპუსის 208-ე ოთახში.


განაცხადთან ერთად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. საბანკო ანგარიშის ამონაწერი;
3. შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში).


პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ა.წ. 12 დეკემბერს. აპელაციის შემოტანა შესაძლებელია ელექტრონულად 13 დეკემბერს, 14:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე  stiphumanities@tsu.ge


განაცხადის ფორმა


კონკურსში  არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!
პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!

თარიღი: 02/12/2022